მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთის ეკონომიკა პანდემიის პერიოდში პირველად 2.5%-ით გაიზარდა

5f0d8aa910e8b
ნათია თაქთაქიშვილი
14.07.20 21:38
1100
ჩინეთის ეკონომიკა მეორე კვარტლის მონაცემებით მცირედით, მაგრამ მაინც გაიზარდა. ეკონომიკური ზრდა სახელმწიფოს მიერ გაკეთებულმა სტიმულირების პაკეტმა განაპირობა, რომელიც კორნავირუსის კრიზისის მიერ გამოწვეული შოკის შემცირებას ისახავს მიზნად. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, მსოფლიოს მეორე ყველაზე დიდი ეკონომიკა 2.5%-ით გაიზარდა მეორე კვარტალში, მაშინ როდესაც მისმა კლებამ 6.8% შეადგინა პირველ კვარტალში. ამ მასშტაბის კლება ჩინეთში პირველად დაფიქსირდა 1992 წლის შემდეგ.

როგორც გამოცემა წერს, ეკონომიკის მოკრძალებული ზრდა იმით არის განპირობებული, რომ ინდუსტრიული წარმოებების მსგავსად პატარა ზომის კომპანიებმა მარტივად ვერ განაახლეს ოპერირება, მაგრამ ბაზარზე უკვე შეიმჩნევა მათი გამოცოცხლების ნიშნები.

როგორც გამოცემა წერს, ჩინეთის მთავრობამ ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად რიგი ზომები უკვე მიიღო, მაგალითად როგორიც არის გადასახადების შემსუბუქება და დაკრედიტების განაკვეთების შემცირება.

აღსანიშნავია, რომ IMF-ის პროგნოზით, მსფლიოში მეორე ყველაზე დიდი ეკონომიკა წელს მხოლოდ 1%-ით გაიზრდება.