მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთის ექსპორტი თებერვალში 154.9%-ით გაიზარდა

60462d9ac1188
ნათია თაქთაქიშვილი
08.03.21 21:40
761
ჩინეთის ექსპორტი მიმდინარე წლის თებერვალში რეკორდულად გაიზარდა. აღნიშნულ პერიოდში მატებამ 154.9%-ი შეადგინა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ჩინეთის ექსპორტის ასეთი ზრდა ჩინურ ნაწარმზე ძლიერი მოთხოვნით აიხსნება, რომელიც თავის მხრივ დაკავშირებულია საწარმოო პროცესების აღდგენასთან შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირის ქვეყნებში.

ჩინეთის სავაჭრო ბალანსი, 2021 წლის იანვარ-თებერვლის მდგომარეობით, $103 მილიარდ დოლარს აჭარბებს. მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის პანდემიის პირველ ხანებში ჩინეთის საგარეო ვაჭრობა 9.7%-ით შემცირდა, 2021 წლის თებერვალში დაფიქსირებული აქტივობა 2018-2019 წლების მონაცემებს საშუალოდ 20%-ით აღემატება.

ჩინეთის ეკონომიკა გასულ წელს 2.3%-ით გაიზარდა, რაც ბოლო 44 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 2021 წლის განმავლობაში ქვეყანაში ეკონომიკის 6%-იან ზრდას ელიან.