მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის გატაცება სცადეს

5ee7bfc44d96f
თამთა ჯიჯავაძე
16.06.20 00:00
1427
ჩინეთში ხუთი ადამიანი დააკავეს ქვეყნის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის ჰე სიანცზიანის გატაცების მცდელობის ბრალდებით. BBC-ის ცნობით, პოლიციამ კვირას მიიღო შეტყობინება, რომ გუანჯოუს პროვინციაში მდებარე მილიარდერის სახლის გატეხვა და სიანცზიანის გატაცება სცადეს.

სამართალდამცველებს სიანცზიანის შვილმა აცნობა, რომელიც თავდამსხმელებს ხელიდან დაუსხლტა და ახლოს მდებარე მდინარეში გადახტა, რათა პოლიციისთვის დაერეკა.

მიმდინარეობს მომხდარის გამოძიება.

შეგახსენებთ, ჰე სიანცზიანი ცნობილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებელი Midea Group-ის დამფუძნებელი და მფლობელია. მისი ქონება $24.5 მილიარდს შეადგენს. ის ჩინეთში რიგით მეექვსე ყველაზე მდიდარი მოქალაქეა.

მომხდარის შემდეგ Midea-ს სათავო ოფისებიდან თანამშრომლები ერთი დღით დაითხოვეს, რათა რისკები შეემცირებინათ.