მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთის ჰებეის პროვინციაში Covid-19-თან ბრძოლისთვის მასშტაბური საკარანტინო ბანაკი შენდება

6009262227dd9
თათია კაკიაშვილი
22.01.21 00:12
2759

ჩინეთში მასშტაბური საკარანტინო ბანაკი შენდება, რომელშიც 4000-ზე მეტი ადამიანის განთავსება იქნება შესაძლებელი. მიზეზი ამ თვეში COVID-19-ის ხელახალი აფეთქებაა, რამაც ათეულობით მილიონი ადამიანი მკაცრ ლოქდაუნში დატოვა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, საკარანტინო ბანაკი პეკინთან ახლოს მდებარე პროვინციაში განთავსდება. ბოლო პერიოდში, ჩინეთში მეტწილად შეიცვალა ვირუსის გავრცელება და ქვეყნის დიდ ნაწილში, ამ მხრივ, სიმშვიდეა. თუმცა, ბოლო რამდენიმე კვირაა, შემთხვევების მოულოდნელმა ზრდამ ქვეყნის ოფიციალური პირები შეაშფოთა. შედეგად, შიჯიაჟუანგის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა, სადაც ახლა ყველაზე მეტი კოვიდინფიცირებულია აღრიცხული, მასობრივი ტესტირება და მკაცრი ლოქდაუნი გამოაცხადა.

CNN წერს, რომ ახალ საკარანტინო ბანაკში ის პირები განთავსდებიან, რომლებსაც ვირუსით დადასტურებულ პაციენტებთან მჭიდრო კონტაქტი ჰქონდათ. ამ გზით, ხელისუფლება განაგრძობს კონტაქტების მოკვლევას და მასობრივ ტესტირებას. ჩინეთის ხელისუფლებამ საკარანტინო ბანაკის მშენებლობა 13 იანვარს დაიწყო: მისი პირველი ნაწილი უკვე დასრულებულია და გამოსაყენებლად მზად არის, სხვა ნაწილების მშენებლობა კვლავ გრძელდება.

წინასწარი ინფორმაციით, ბანაკის თითოეული ოთახი 18 კვადრატული მეტრის ფართობის იქნება, მასში განთავსდება აბაზანა და საშხაპე, მაგიდები, სკამები, საწოლები, Wi-Fi და ტელევიზორი.