მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთის მიერ დაწესებული ახალი რეგულაცია, სავარაუდოდ, TikTok-ის გაყიდვას გაართულებს

5f4c9e2ac372a
ნათია თაქთაქიშვილი
31.08.20 12:30
826
ჩინეთის მთავრობამ დააწესა ახალი რეგულაცია, რომელიც, სავარაუდოდ, TikTok-ის გაყიდვას გაართულებს. საქმე იმაშია, რომ  მისი შეძენით უკვე დაინტერესებულია Microsoft-ი. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ჩინეთის ხელისუფლებამ იმ წესებს გადახედა, რომელიც  უცხოური კომპანიებისთვის ტექნოლოგიური კომპანიების მიყიდვას არეგულირებს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული რეგულაციები ჩინეთის მთავრობას 2008 წლის შემდეგ არ განუახლებია.

როგორც ჩინეთის კომერციის, მეცნიერების და ტექნოლოგიების სამინისტრო აცხადებს, ცვლილებები მიზნად ისახავს „ტექნოლოგიის ექსპორტის მენეჯმენტის ფორმალიზებას” და ”ეროვნული უსაფრთხოების დაცვას”.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში პოპულარული ვიდეო აპლიკაცია TikTok-ის შეძენით, Microsoft-თან ერთად, Walmart-იც დინტერესდა. TikTok-ს აშშ-ში, დაახლოებით, 100 მილიონი მომხმარებელი ჰყავს. აპლიკაციის სავარაუდო გასაყიდი ფასი 40-50 მილიარდი აშშ დოლარია.