მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთის მიმართულებით რეისები KLM-მა და Air France-მაც შეწყვიტა

5e3bf73faa47d
ნათია თაქთაქიშვილი
06.02.20 20:40
908
კორონავირუსის გამო, ჩინეთის მიმართულებით ჰოლანდიურმა ავიაკომპანია KLM-მა და ფრანგულმა Air France-მაც შეწყვიტა რეისების განხორციელება. ამის შესახებ CNN-ი წერს.

როგორც KLM-ი აცხადებს, ფრენების განახლებას ამსტერდამის გავლით პეკინისა და შანხაის მიმართულებით, ავიაკომპანია 16 მარტიდან გეგმავს, ხოლო პირდაპირ ფრენებს 29 მარტიდან განაახლებს.

რაც შეეხება Air France-ს, ავიაკომპანიის განცხადებაში წერია, რომ შანხაისა და პეკინის მიმართულებით რეისებს 16 მარტიდან განაახლებს, ხოლო 29 მარტიდან უხანისკენ აღადგენს ორმხრივ მიმოსვლას.

შეგახსენებთ, ჩინეთის მიმართულებით ფრენები მსოფლიოს შემდეგმა ავიაკომპანებმა შეაჩერეს: China Eastern-მა, Air Canada-მ, American Airlines-მა, British Airways-მა, Delta-მ, Lufthansa-მ და Qatar Airways-მა.