მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთის მთავრობა აკრძალვებს ამკაცრებს და 24 მლნ ადამიანს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს

5e4a8ae65b614
ნათია თაქთაქიშვილი
17.02.20 20:40
2186
ჩინეთის მთავრობა ჰუბეის პროვინციაში აკრძალვებს ამკაცრებს და შაბათ-კვირის მონაცემებზე დაყრდნობით, მოსახლეობას - დაახლოებით 24 მლნ ადამიანს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ გამოცემა South China Morning Post-ი წერს.

ჩინეთის მთავრობამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დაღუპულთა რაოდენობამ 1,700 მიაღწია და ვირუსით გარდაცვალების პირველი ფაქტი დაფიქსირდა ევროპასა და ტაივანში. მაგრამ როგორც ცენტრალური მთავრობა აღნიშნავს, კორონავირუსის ახალმა შემთხვევებმა უკვე მესამე დღეა იკლო.

გავრცელებული ინფორმაციით, ქუჩებში ფეხით მოსიარულეებისა და ტრანსპორტის გადაადგილება კატეგორიულად იკრძალება. გამონაკლისი მხოლოდ პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების სამსახურის მანქანებზეა დაშვებული. კანონდამრღვევებს 10-დღიანი პატიმრობა და ფულადი ჯარიმის გადახდა, ასევე, მართვის მოწმობის ჩამორთმევა ემუქრებათ.

ახალი ტიპის კორონავირუსი ჰუბეის პროვინციაში გასული წლის დეკემბერში გავრცელდა. დღემდე ჩინეთში კორონავირუსით 1 770 ადამიანი დაიღუპა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 70 550 შეადგინა. გამოჯანმრთელდა 10 879 პაციენტი. 5 ადამიანია დაღუპული ჩინეთის ფარგლებს გარეთ.

კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები იაპონიაში, ჰონგ-კონგში, ტაივანში, საფრანგეთსა და ფილიპინებში დაფიქსირდა.