მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთის მთავრობა ავტომწარმოებლებს ფინანსურად დაეხმარება

5e95952c7e0ca
ნათია თაქთაქიშვილი
14.04.20 23:30
961
როგორც CNN-ი იუწყება, ჩინეთი ფულად სახსრებს გამოყოფს კორონავირუსის პანდემიისგან დაზარალებული ავტოინდუსტრიის დასახმარებლად. როგორც წესი, ჩინეთში ყოველ წელს 6 მილიონამდე ავტომობილი იყიდება, მაშინ როდესაც ამჟამად ეს რიცხვი 3.7 მილიონამდეა შემცირებული.

ჩინეთის ავტომობილების მწარმოებელთა ასოციაციის მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით, მანქანების გაყიდვები 2020 წლის პირველ კვარტალში 42%-ით შემცირდა. გასულ თვეს მხოლოდ 1.43 მილიონი ავტომობილი გაიყიდა.

როგორც გამოცემა წერს, ავტოინდუსტრია საციცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩინეთის ეკონომიკაში და 1 ტრილიონ აშშ დოლარზე მეტის გენერირებას ახდენს.

ჩინეთის ავტობაზარი ასევე მნიშვნელოვანია მსოფლიოსთვის, რადგან გლობალური ავტოკონცერნები მაგალითად Volkswagen-ი(VLKAF) და General Motors-ი (GM) ყოველ წელს მილიონამდე მანქანას ყიდიან, რაც მათი მთლიანი გაყიდვების დაახლოებით 40%-ია.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, პანდემიისგან ყველაზე მეტად დაზარალდნენ ელექტრო ავტომობილების მწარმოებელი კომპანიები. Tesla-ს შემთხვევაში, გასულ თვეს მხოლოდ 53,000 მანქანა გაიყიდა და კომპანიის გაყიდვები ჩინეთის ბაზარზე თითქმის 53%-ით არის შემცირებული.

ჩინეთის მთავრობამ ავტომობილების შემსყიდველების სუბსიდირებაც დაიწყო. თანხა თითო მანქანაზე 1,400 აშშ დოლარს შეადგენს.