მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთის მთავრობამ Alibaba-ს საქმიანობასთან დაკავშირებით ანტიმონოპოლური გამოძიება დაიწყო

5fe49269626bc
ნათია თაქთაქიშვილი
24.12.20 21:30
882
ჩინეთის მთავრობამ ჩინელი მილიარდერის, ჯეკ მას კომპანია Alibaba-ს საქმიანობასთან დაკავშირებით ინტენსიური ანტიმონოპოლური გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, ჩინური ონლაინ სავაჭრო პლატფორმა მონოპოლურ საქმიანობაში შეიმჩნევა. წინასწარი ინფორმაციით, საუბარია შემთხვევებზე, როდესაც კომპანია ბიზნესმენებს აიძულებს აირჩიონ ორი პლატფორმიდან ერთ-ერთი და არ აძლევს მათ თანამშრომლობის საშუალებას კონკურენტ პლატფორმებთან.

Alibaba-ს საქმიანობასთან დაკავშირებით ანტიმონოპოლური გამოძიების დაწყებას ადგილობრივი სახელმწიფო მედიაც ეხაურება. People’s Daily-ის განცხადებით, არ შეიძლება ხელისუფლებამ მონოპოლიის წინაშე ტოლერანტობა გამოიჩინოს, რადგან ეს კომპანიებს საშუალებას მისცემს უწესრიგოდ გაფართოვდნენ, ხოლო ინდუსტრია არაჯანსაღი გზით განვითარდეს.

Alibaba-ში გამოძიების დაწყებას ადასტურებენ, თუმცა დეტალებზე არ საუბრობენ.

როგორც Reuters-ი წერს, რომ Alibaba-ს აქციებზე ფასი 9%-ით დაეცა ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟაზე, ხოლო ნიუ-იორკის ბირჟაზე 3%-ით.