მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთის მთავრობის გეგმებმა ბიტკოინის ფასი გაზარდა

5db6eab52bbea
მიხეილ ხაჩიძე
28.10.19 17:17
881
ჩინეთში კრიპტოვალუტაზე შეზღუდვების შემსუბუქების იმედით, ბიტკოინის ფასი გაიზარდა. Bloomberg-ის ინფორმაციით, ვირტუალური ფულის ფასი ორშაბათს 16%-ით გაიზარდა და 9,948,80 დოლარს მიაღწია.


ოპტიმიზმის მიზეზი ჩინეთის მთავრობის გეგმებია. როგორც ჩინური მედია წერს, სახალხო რესპუბლიკის მთავრობა ბლოკჩეინის ტექნოლოგიის განვითარებასა და ფინანსური ოპერაციებისთვის კრიპტოვალუტის გამოყენებაზე ალაპარაკდა.


ჩინეთის პრეზიდენტმა ადგილობრივ მედიასთან Blockchain-ის შესახებ პოზიტიური მესიჯები კიდევ ერთხელ გაავრცელა. როგორც მან განაცხადა, ჩინეთმა უნდა განაგრძოს ბლოკჩეინის ტექნოლოგიის განვითარების ხელშეწყობა, რაც ჩინეთის გავლენასა და როლს სამომავლოდ კიდევ უფრო გაზრდის.


აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით, ჩინეთი კრიპტოვალუტის საწარმოებელი დანადგარების გასაღების უმსხვილეს ბაზრად მიიჩნევა, თუმცა 2017 წლის შემდეგ კრიპტოვალუტის სექტორი ჩინეთში უმკაცრესი ზედამხედველობის ქვეშ მოექცა და მარეგულირებელმა კრიპტოვალუტის სავაჭრო პლატფორმები დახურა. მალე შეზღუდვები კრიპტოვალუტის წარმოებაზეც გავრცელდა და ამ საქმიანობით დაკავებული კომპანიები, მათ შორის მსოფლიოს უმსხვილესი მწარმოებლებიც, იძულებული გახდნენ, ჩინეთი დაეტოვებინათ.