მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთის ქალაქი ვუჰანი ორთვიანი იზოლაციის შემდეგ ნაწილობრივ გაიხსნა

5e7f1f6417921
თამთა ჯიჯავაძე
28.03.20 14:00
2212
ჩინეთის ქალაქი ვუჰანი ნაწილობრივ გაიხსნა. ორთვიანი იზოლაციის შემდეგ მთავრობამ მისი ცალმხრივად გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, ქალაქში შესვლა შეიძლება, თუმცა, ქალაქის დატოვება კვლავ შეზღუდულია.

შეგახსენებთ, ჰუბეის პროვინციაში მდებარე ეს ქალაქი იყო სწორედ ვირუსის გავრცელების წყარო თავდაპირველად, რის გამოც იანვრის ბოლოს მთავრობამ მისი ჩაკეტვისა და იზოლაციის გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც BBC წერს, მომავალ კვირას ქალაქში სავაჭრო ცენტრების გახსნასაც აპირებენ. ასევე თითქმის სრულად არის აღდგენილი მეტროს ქსელი.