15.აგვისტო .2019 23:10

ჩინეთის სამხედრო წვრთნებს ჰონგ–კონგთან ახლოს ძალის დემონსტრაციად აფასებენ

views 216
უკან

ჩინეთის სახალხო შეიარაღებული პოლიცია ჰონგ-კონგის საზღვართან ახლოს მასშტაბურ სამხედრო სწავლებას ატარებს. 

საინფორმაციო სააგენტო "როიტერსის" ცნობით, წვრთნები ქალაქ შენჟენის სტადიონზე დღეს დილიდან დაიწყო. ქალაქი ჰონგ-კონგიდან 30 კილომეტრში მდებარეობს, იქ, სადაც უკვე მესამე თვეა ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით, ფართომასშტაბიანი საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს.





როგორც დასავლელი პოლიტიკოსები აცხადებენ, სტადიონზე მიმდინარე ჩინური წვრთნების მიზანი ძალის დემონსტრაციაა და სახალხო რესპუბლიკა კომუნისტური მეთოდებით ჰონგ-კონგელი მომიტინგეების შეშინებას ცდილობს.
 




მიმდინარე პროცესებს აშშ-ის პრეზიდენტიც გამოეხმაურა. დონალდ ტრამპმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის ჰონგ-კონგში შექმნილ კრიზისულ ვითარებაზე მსჯელობისთვის შეხვედრა შესთავაზა.