მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთის სავაჭრო პროფიციტმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

62f223efbc3f1
გიორგი თოლორდავა
09.08.22 23:25
3189
კოვიდრეგულაციების შემსუბუქებისა და საწარმოო აქტივობის აღდგენის ფონზე, ჩინეთის სავაჭრო პროფიციტი რეკორდულ ნიშნულზეა.

სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, ივლისში სავაჭრო პროფიციტმა $101-მილიარდიან ნიშნულს მიაღწია. ექსპორტის მაჩვენებელი კი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18%-ით გაიზარდა და 334 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ექსპორტის ყველაზე მკვეთრი ზრდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის (+34%); ევროკავშირისა (+23%) და რუსეთის რეგიონებში (+22%) ფიქსირდება.

რაც შეეხება იმპორტს, ივლისში აღნიშნული მაჩვენებელი 2.3%-ით, $231-მილიარდიან ნიშნულამდე გაიზარდა.

ეკონომისტების შეფასებით, რეკორდული პროფიციტი უჩვეულოდ მყარი ამერიკული დოლარითა და თითქმის 6%-ით გაუფასურებული ჩინური იუანითაა განპირობებული. როგორც წესი, ეროვნული ვალუტის გაუფასურება ხალს უწყობს ექსპორტის მაჩვენებლის ზრდას, რასაც ადგილი ჰქონდა ჩინეთის შემთხვევაშიც.

მეორე ძირითად ფაქტორად ექსპერტების მსოფლიოს მასშტაბით მკვეთრად გაზრდილ ინფლაციას ასახელებენ. მოგეხსენებათ, სავაჭრო ბალანსის მოცულობა ნომინალური ფასებში იზომება, შესაბამისად, ევროპისა და აშშ-ის მასშტაბით პროდუქციის მკვეთრი გაძვირება ჩინეთის საექსპორტო მაჩვენებელზე დადებითად აისახა.

მიუხედავად აღდგენის შესანიშნავი დინამიკისა, სავარაუდოდ, წელს ჩინეთის ეკონომიკა მთავრობის მიერ პროგნოზირებული 5.5%-ით ვერ გაიზრდება, რადგან მიმდინარე წლის პირველ კვარტალში დაწესებულმა ლოკდაუნებმა და რეგულაციებმა ეკონომიკური აქტივობა მნიშვნელოვნად შეამცირა.