მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩინეთის წამყვანი ონლაინტურისტული სააგენტო საქართველოს ბაზრით დაინტერესდა"

5dc40a4673150
BM.GE
07.11.19 16:12
1086
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ჩინეთის წამყვანი ონლაინტურისტული სააგენტო Ctrip საქართველოს ტურისტული ბაზრით დაინტერესდა. კომპანიის წარმომადგენლებმა საკუთარი ბიზნესგეგმების შესახებ პრეზენტაცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას გააცნეს, რომელიც ჩინეთში ვიზიტით იმყოფება.

სამინისტროს ცნობით, Ctrip ტურისტული სერვისების ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელია ჩინეთში. მისი ონლაინპლატფორმის მეშვეობით შესაძლებელია საქართველოს შესახებ ტურისტული მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ჩინელი პოტენციური ტურისტებისთვის.

პრესრელიზის მიხედვით, ჩინური ტურისტული სააგენტოს წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს ტურისტული პოტენციალი და აღნიშნეს, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს ყველა შესაძლებლობა მეტი ჩინელი ტურისტი მოიზიდოს. ასეთ მიმართულებებად გამოიყო ღვინის ტურიზმი, საქართველოს ისტორიული ქალაქები, კულინარია, აჭარის საზღვაო სანაპირო და სხვ.

აღინიშნა, რომ ჩინურ კომპანიასთან სამომავლოდ გაგრძელდება მუშაობა ერთობლივი ღონისძიებების დასაგეგმად.