მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთისგან ტაივანის დასაცავად აშშ სამხედრო ძალას გამოიყენებს - ჯო ბაიდენი

628b67bb73232
გიორგი თოლორდავა
23.05.22 16:00
2598
პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, ჩინეთის მიერ თავდასხმის შემთხვევაში, ტაივანის დასაცავად აშშ სამხედრო ძალას გამოიყენებს. ეს ჩინეთი-ტაივანის საკითხთან დაკავშირების ამერიკის ოფიციალური წარმომადგენლობის მიერ გაკეთებული ყველაზე ხმამაღალი განცხადებაა.

ტოკიოში გამართულ პრეს-კონფერენციაზე, ჟურნალისტის შეკითხვაზე, დაიცავდა თუ არა აშშ ტაივანს, პრეზიდენტმა ბაიდენმა უპასუხა: „დიახ, ეს არის ის ვალდებულება, რომელიც ჩვენ ავიღეთ“.

საგულისხმოა, რომ წარსულში პრეზიდენტიც და სახელმწიფო მდივანიც თავს არიდებდნენ ტაივანზე საუბარს და აშშ-ის ოფიციალური პოზიციის მკაფიოდ დაფიქსირებას, მათ შორის, სამხედრო ინტერვენციასთან დაკავშირებით, რადგან აღნიშნული საკითხი ჩინეთის მთავრობისთვის უაღრესად სენსიტიური და პრიორიტეტულია.

როგორც მოსალოდნელი იყო, ბაიდენის განცხადებას ოფიციალური ჩინეთის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. საგარეო საქმეთა მინისტრის, ვენგ ვენბინის განცხადებით, ჩინეთი ძლიერ უკმაყოფილებას გამოხატავს. მისი განმარტებით, ტაივანის საკითხი ჩინეთის საშინაო პოლიტიკის ნაწილია, მასში ჩარევის უფლება კი არცერთ სახელმწიფოს, მათ შორის, არც აშშ-ს არ აქვს.

„ჩინეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით კომპრომისის ადგილი არ არის“, - განაცხადა ვენბინმა.