მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთმა ამ დრომდე 1 მილიარდზე მეტი COVID-ვაქცინის ადმინისტრირება შეძლო

60d0a6a1eebec
ნათია თაქთაქიშვილი
21.06.21 20:30
642
ჩინეთის ჯანდაცვის უწყების განცხადებით, ქვეყანამ 1 მილიარდ დოზაზე მეტი COVID-ვაქცინის ადმინისტრირება შეძლო, მათ შორის 100 მილიონი დოზა ვაქცინის მიწოდება გასული კვირის ბოლო ექვსი დღის განმავლობაში მოხდა, რაც ვაქცინაციის დამაკმაყოფილებელ ტემპზე მიანიშნებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ამ ეტაპზე უცნობია კონკრეტულად რამდენი მოქალაქის აცრა მოხერხდა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, რადგან ქვეყნის მთავარობა ამ ინფორმაციას არ ასაჯაროებს. თუმცა, როგორც ჩინეთის ჯანდაცვის უწყება მარტში აცხადებდა, მათი გათვლებით ჩინეთის მოსახლეობის 40% მაინც უნდა ყოფილიყო სრულად აცრილი ივნისის ბოლოსთვის.

20 ივნისის მდომარეობით, ოფიციალურად ჩინეთში არ დაფიქსირებულა კორონავირუსის ადგილობრივი გავრცელების არცერთი ახალი შემთხვევა. ქვეყანაში ვაქცინაცია ძირითადად ადგილობრივი წარმოების Sinopharm-ით და Sinovac-ით მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთი საკუთარ ვაქცინებს ბრაზილიას, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, მალაიზიას და ევროპის ქვეყნებსაც აწვდის.

შეგახსენებთ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ჩინურ Sinopharm-ს ავტორიზაცია მაისში მიანიჭა, ხოლო Sinovac-ს - ივნისში.