11.თებერვალი .2020 14:53

ჩინეთმა აპლიკაცია – "კორონავირუსის დეტექტორი" შექმნა

views 1167
უკან

ჩინეთმა აპლიკაცია – "კორონავირუსის დეტექტორი" შექმნა. აპლიკაცია ადამიანებს კორონავირუსის გადადების საფრთხის დადგენაში დაეხამრება. აღნიშნული აპლიკაცია ერთობლივად შეიმუშავეს ჩინეთის სამთავრობო დეპარტამენტმა და China Electronics Technology Group Corporation-მა. ამის შესახებ BBC-ი წერს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, "კორონავირუსის დეტექტორი" მომხმარებლებს აძლევს საშუალებას განსაზღვროს, რამდენად ახლოს იმყოფება იმ ადამიანთან, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ან ვირუსის მატარებლია, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება.

ჩინეთის მთავრობა ასევე განმარტავს, ახლო კონტაქტი რა გარემოებებს გულისხმობს:  

• ახლო კონტაქტად ითვლება, თუკი ადამიანები ერთ ოთახში მუშაობენ, ერთ საკლასო ოთახში არიან, ან ერთ სახლში ცხოვრობენ; 

• მედ პერსონალი, ოჯახის წევრები, ან ადამიანები, ვისაც ახლო ურთიერთობა ჰქონდა კორონავირუსით დაავადებულ ადამიანთან; 

• მგზავრები და ეკიპაჟი, რომელიც იმყოფება თვითმფრინავზე, მატარებელზე, ან სხვა ფორმის ტრანსპორტში დაავადებულ ადამიანთან ერთად.