მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთმა "არბიდოლი" კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტად ოფიციალურად აღიარა - The Bell

5e4d891e03a4c
თამთა ჯიჯავაძე
20.02.20 00:00
72286
ჩინეთმა „არბიდოლი“ კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტად ოფიციალურად აღიარა. ამის შესახებ გამოცემა The Bell-ი წერს. გამოცემის ცნობით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრომ ანტივირუსული საშუალება „არბიდოლი“, რომელიც ყოფილ საბჭოთა კავშირში შეიქმნა, ახალ კორონავირუსთან ბრძოლის პროგრამაში შეიყვანა.

ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის ახალი, რიგით მე-6 ეროვნული გეგმა 18 თებერვალს გამოაქვეყნა, რომელიც მოიცავს რეკომენდაციებს ანტივირუსულ პრეპარატთან დაკავშირებით. ამ დრომდე არსებული ვერსიით კი ეფექტური ანტივირუსული საშუალება არ არსებობდა. ეროვნული გეგმის ბოლო ვერსიაში შესულია ოთხი პრეპარატი ტესტირებისთვის - არბიდოლი, ქლოროხინფოსფატი და რიბავირინი, ინტერფერონის ან რიტონავირის/ლოპინავირის კომბინაციით.

აღსანიშნავია, რომ „არბიდოლი“ 1970-იან წლებში ყოგილ საბჭოთა კავშირში შექმნეს. რუსეთში მას უშვებს კომპანია „ოტისიფარმა“, რომელიც ჯანდაცვის საკითხებში რუსეთის ვიცეპრემიერის ტატიანა გოლიკოვას მეგობრის ვიქტორ ხარიტონინის კომპანია „ფარმსტანდარტის“ მფლობელობაშია.

როგორც გამოცემა The Bell-ი წერს, სკეპტიკოსები ამბობენ, რომ „არბიდოლის“ ანტივირუსული ეფექტი კლინიკურად დადასტურებული არ არის. მიუხედავად ამისა, რუსეთში ის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრეპარატთა სიაშია შეყვანილი.