14.აგვისტო .2019 11:55

ჩინეთმა აშშ-ის გემებს ჰონგ-კონგის ნავსადგურში შესვლა აუკრძალა

views 1303
უკან

ჩინეთმა აშშ-ს საზღვაო გემებს ჰონგ-კონგის ნავსადგურში შესვლა აუკრძალა, -  განცხადება ამის შესახებ შტატების წყნარი ოკეანის ფლოტის ვიცე-სპიკერმა გააკეთა. 

ნეით ქრისტენსენის თქმით, სადესანტო ხომალდ "Green Bay"-ის ჩინეთის პორტში უნდა შეესვენა, ხოლო გემი სახელწოდებით "Lake Erie" მომავალ თვეში ჰონგ-კონგში უნდა შესულიყო, მაგრამ ჩინეთის ხელისუფლებამ ორივე მათგანის გატარებაზე უფლება არ გასცა. აკრძალვის ოფიციალური დასაბუთება ჩინური მხრიდან ჯერ არ გაკეთებულა.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთის მთავრობა კონგში მიმდინარე საპროტესტო აქციების წახალისებასა და მხარდაჭერაში - დასავლეთს, განსაკუთრებით კი, აშშ-ს ადანაშაულებს.


შეგახსენებთ, რომ ჰონგ-კონგში უკვე მესამე თვეა მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, ადგილობრივები, თავდაპირველად ექსტრადაციის შესახებ კანონს აპროტესტებდნენ, ხოლო შემდეგ მათს მოთხოვნებს მეგაპოლისის ლიდერის გადადგომაც დაემატა. მასობრივი გამოსვლების ეპიცენტრად იქცა ჰონგ-კონგის ცენტრალური აეროპორტი, რომელიც დემონსტრაციების გამო შეფერხებით მუშაობს. პოლიციასა და მომიტინგეებს შორის არაერთი მწვავე დაპირისპირება მოხდა, სამართალდამცველები აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალას იყენებენ, რასაც დასავლეთი კატეგორიულად გმობს და კომუნისტურ ქმედებებად აფასებს.