მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთმა კერძო რეპეტიტორების ინსტიტუტი აკრძალა

6145cf5041374
BM.GE
18.09.21 15:25
2230
ჩინეთმა ქვეყანაში კერძო რეპეტიტორების სისტემა აკრძალა. ახალი რეგულაციის თანახმად, როგორც კომპანიებს, ასევე ფიზიკურ პირებს ეკრძალებათ მოამზადონ სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგნებში. 

რეგულაციამ უკვე მოახდინა გავლენა ჩინეთში მცხოვრებ ათიათასობით უცხოელზე, მათ შორის აშშ-ისა და ბრიტანეთის მოქალაქეებზე, რომლებიც სკოლის მოსწავლეებს ინგლისურში ამზადებდნენ. 

Reuters-ის ინფორმაციით, რეგულაციების გვერდის ავლის მიზნით, არაერთმა მშობელმა რეპეტიტორი "სახლის დამლაგებელის" სტატუსით დაიქირავა. ჩინეთის განათლების სამინისტროს განცხადებით, ისინი "იატაკქვეშ" გადასულ ინდუსტრიას დააკვირდებიან და "დამრღვევებს" გამოავლენენ.