მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთმა მსოფლიოში ყველაზე სწრაფი მატარებელი წარადგინა - მას საათში 600 კმ-ს დაფარვა შეუძლია

60f824fb20fe0
ნათია თაქთაქიშვილი
21.07.21 21:00
1970
ჩინეთმა მსოფლიოში ყველაზე სწრაფი მატარებელი წარადგინა, რომელსაც საათში 600 კილომეტრის დაფარვა შეუძლია. აღნიშნული მატარებელი ამაჟამად ყველაზე სწრაფი მიწისზედა ტრანსპორტია მსოფლიოში. ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ჩქაროსნული მატარებლის პროექტის იდეა ჩინეთში 2016 წელს დაიბადა, ხოლო უშუალოდ სატრანსპორტო საშუალების ტესტირება 2020 წლის ივნისიდან, შანხაიში მიმდინარეობდა.

მატარებელი, რომელიც ერთგვარი მაგნიტური ბალიშების მეშვეობით გადაადგილდება, თითქმის უხმოდ მოძრაობს, მატარებელი რელსების ზედაპირს არ ეხება და მას ელექტრომაგნიტური ველის ძალის მეშვეობით მართავენ.

აღნიშნულ ტექნოლოგიას ჩინეთში უკვე 2003 წლიდან იყენებენ, თუმცა ძირითადად მეტროსადგურებში გამოიყენება. აღსანიშნავია, რომ ასეთი მატარებლები საქალაქთაშორისო ხაზებზე ამ დრომდე არ ფუნქციონირებდა.