მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთმა რუსული ნავთობის იმპორტი გაზარდა

64749a3e50f07
გიორგი თოლორდავა
29.05.23 16:48
849
ჩინეთში რუსული ნავთობის იმპორტი მკვეთრად იზრდება. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აპრილში რუსული ნავთობის შესყიდვა 8.6%-ითაა გაზრდილი და 7.1 მილიონ ტონას შეადგენს.

უკრაინაში შეჭრისა და დასავლეთის მიერ სანქციების დაწესების შემდეგ, ჩინეთმა რუსული ნედლი ნავთობის იმპორტის მკვეთრი ზრდა დაიწყო. იმპორტის მოცულობის 55%-იანი ზრდის ფონზე, რუსეთმა საუდის არაბეთს გადაუსწრო და ჩინეთის უმსხვილესი ნავთობმიმწოდებლის პოზიცია დაიკავა.

რუსული ნედლი ნავთობის იმპორტის მკვეთრი ზრდა საერთაშორისო ბირჟაზე მისი ფასების შემცირებას უკავშირდება. საგულისხმოა, რომ ევროკავშირმა და აშშ-მა რუსული ნავთობის იმპორტი აკრძალეს, მოთხოვნის შემცირების პირობებში, ბირჟაზე რუსული ნავთობი სხვა კონკურენტებთან შედარებით 20-25%-ით იაფად იყიდება.

რუსული ნავთობის უმსხვილეს შემსყიდველებს შორისაა: ჩინური სახელმწიფო კომპანია Sinopec და Zhenhua Oil.