მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთმა საფინანსო ორგანიზაციებს კრიპტოვალუტებით ტრანზაქციები აუკრძალა

60a4fdf4db3d1
BM.GE
19.05.21 23:22
1557
ბიტკოინის ფასი ბოლო სამი თვის განმავლობაში პირველად ჩამოცდა 40,000 აშშ დოლარს. კრიპტოვალუტის ფასის ბოლო ვარდნა ჩინეთის მთავრობის გადაწყვეტილებამ განაპირობა, რომელმაც საფინანსო ორგანიზაციებს კრიპტოვალუტებისთვის მომსახურება და ტრანზაქციების განხორციელება აუკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ჩინეთის მთავრობა ამ გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ კრიპტოვალუტას ჩინეთში ფულის გასათეთრებლად და არალეგალური ტრანზაქციებისათვის იყენებენ.

ამასთან სამმა სახელმწიფო ორგანიზაციამ National Internet Finance Association of China-მ, the China Banking Association-მ და Payment and Clearing Association of China-მ სოციალურ ქსელში სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნეს, რომ მომხმარებლები ვერ იქნებიან დაცულები თუ რაიმე სახის ზარალს მიიღებენ კრიპტოვალუტის საინვესტიციო ტრანზაქციებიდან.

BBC წერს, რომ ბოლო კვირის განმავლობაში მსოფლიოში ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტა ბიტკოინის ღირებულება თითქმის 10%-ით დაეცა, მას შემდეგ რაც Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ მისი კომპანია ბიტკოინს ანგარიშსწორების საშულებად აღარ გამოიყენებდა.