მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთმა საქართველოს 1000 ცალი კორონავირუსის გამოსავლენი სწრაფი ტესტი აჩუქა

5e68e1fd687d2
თათია ჩაფიჩაძე
11.03.20 17:50
1094
ჩინეთში საქართველოს საელჩოს ცნობით, საქართველოს გადაეცემა, დაახლოებით, $420 ათასის ღირებულების 1000  ცალი სწრაფი ტესტი შესაბამისი აღჭურვილობით.

მათივე ცნობით, ტესტი, ასევე, გამოიყენება სხვა რესპირატორული ვირუსების გამოსავლენადაც.

„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და სიჩუანის პროვინციის მთავრობას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, ჩინურმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება შესაბამისი აღჭურვილობით, დაახლოებით 420 ათასი აშშ დოლარის ღირებულების კორონავირუსისა და ასევე, სხვა რესპირატორული ვირუსების გამოსავლენი 1000 (ათასი) ცალი სწრაფი ტესტის საქართველოსთვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ.

საქართველოს საელჩო მადლობას უხდის სიჩუანის პროვინციის მთავრობას მხარდაჭერისთვის.

აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის არსებულ მყარ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს", - ნათქვამია ჩინეთში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.