03.მაისი .2020 17:27

ჩინეთს კორონავირუსის შესახებ მონაცემების დამალვაში ადანაშაულებენ

views 275
უკან

ბრიტანული გამოცემა The Saturday Telegraph საგამოძიებო სტატიას აქვეყნებს, სადაც სადაზვერვო ალიანსი „ხუთი თვალი“ ჩინეთს კორონავირუსის ეპიდემიის შესახებ მტკიცებულებები განზრახ დამალვასა და გაანადგურებაში ადანაშაულებს. ალიანსის შემადგენლობაში აშშ-ის, კანადის, ავსტრალიის, დიდი ბრიტანეთისა და ახალი ზელანდიის სპეც-სამსახურები შედიან.

15-გვერდიან დოკუმენტში საუბარია, რომ ჩინეთის მთავრობამ სხვა ქვეყნების საფრთხის ქვეშ დააყენა დადამალა კორონავირუსის შესახებ ინფორმაცია, რისთვისაც გააჩუმა ექიმები, რომლებიც პანდემიის შესახებ ალაპარაკდნენ. ალიანსი ჩინეთს ასევე ლაბორატორიაში ვირუსის შესახებ მტკიცებულებების განადგურებაში სდებს ბრალს და აცხადებს, რომ ჩინეთმა უარი თქვა ბიომასალები გადაეცა იმ საერთაშორისო მკვლევარებისთვის, რომლებიც კორონავირუსის ვაქცინაზე მუშაობდნენ.

ალიანსი აცხადებს, რომ ჩინეთი ჯერ კიდევ 2019 წლის დეკემბრის დასაწყისიდან ფლობდა მტკიცებულებებს ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გავრცელების შესახებ, თუმცა 20 იანვრამდე ამ ფაქტს მალავდა.

დოკუმენტის ტანახმად, 3 იანვარს ჩინეთის ჯანდაცვის კომიტეტმა მითითება გასცა გაენადგურებინათ კორონავირუსის ნიმუშები, რათა უცნობი ინფექციის შესახებ ინფორმაცია არ გასაჯაროვებულიყო.