24.თებერვალი .2020 21:00

ჩინეთს კორონავირუსთან ბრძოლაში დრონების, რობოტების და სუპერკომპიუტერების გამოყენება სურს

views 556
უკან

პეკინი ტექნოლოგიურ კომპანიებს მოუწოდებს გაერთიანდნენ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, მას შემდეგ რაც ვირუსი ჩინეთისთვის და მსოფლიოსთვის საზოგადოებრივი საფრთხე გახდა. ამის შესახებ ინფორმციას CNN-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ქვეყნის მთავრობას სურს დრონები, რობოტები და სუპერკომპიუტერები ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად გამოიყენოს.

ტექნიკურმა გიგანტებმა გამოთქვეს მზადყოფნა, გამოყონ თვითმართვადი ავტომობილები, დრონები და სუპერკომპიუტერები აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად.

გამოცემის ცნობით, თვითმართვადი ავტომობილები მედიცინის მუშაკებს საჭირო ინვენტარით მოამარაგებენ, ხოლო დრონები ვირუსის გამოვლენის ან დეზინფექციისთვის იქნება გამოყენებული, კომპიუტერული უნარები კი - ვაქცინის შესაქმნელად.

რამდენიმე რესტორანმა გასული კვირიდან დაიწყო რობოტი მიმტანების გამოყენებაც, ასევე რობოტები წარმატებით გმოიყენეს ონლაინ გაყიდვების დროს, როგორც პროდუქტის მიმწოდებელი აგენტები.

ადამიანებთან კონტაქტის შემცირებით, ჩინეთში იმედოვნებენ, რომ მომაკვდინებელი კორონავირუსის ეტაპობრივად შემცირებას შეძლებენ.