06.მაისი .2020 20:20

ჩინეთს ტურიზმიდან შემოსავლები 60%-ით შეუმცირდა

views 291
უკან

კორონავირუსის გავრცელებიდან პირველ მნიშვნელოვან დღესასწაულზე, ჩინეთს ტურიზმიდან შემოსავლები 60%-ით შეუმცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

შრომის დღის დღესასწაულზე, რომელიც ჩინეთში 1 მაისიდან 5 მაისამდე იმართება, ჩინეთმა 115 მილიონი ტურისტული მოგზაურობა დაარეგისტრირა, შემოსავალმა 47.56 მილიარდი იუანი (6.79 მილიარდი დოლარი) შეადგინა.

როგორც ჩინეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრო აცხადებს, ეს 59.59%-იანი შემცირებაა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2019 წელს, აღნიშნული დღესასწაულის პერიოდში ტურიზმიდან შემოსავალმა 117.67 მილიარდი იუანი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ დაავადების გავრცელების კონტროლის მიზნით, ჩინეთის მთავრობას ნახევარზე მეტ ქალაქებზე ისევ კონტროლი აქვს დაწესებული და თავისუფლად გადაადგილება შეზღუდულია, ასევე გადაადგილებასთან დაკავშირებით მკაცრი ზომები ნარჩუნდება ჩინეთის დედაქალაქ პეკინში, სადაც 14-დღიანი საკარანტინე პერიოდი ისევ ძალაშია.