მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთში 1000-საწოლიან საავადმყოფოს აშენებენ, სადაც კორონავირუსით დაავადებულებს უმკურნალებენ

5e2b0f8a5e088
ნათია თაქთაქიშვილი
24.01.20 21:00
1643
ჩინეთის ქალაქმა უჰანმა ახალი 1000-საწოლიანი საავადმყოფს მშენებლობა დაიწყო, სადაც კორონავირუსით დაავადებულებს უმკურნალებენ. ამის შესახებ ottawacitizen.com-ი იუწყება.

ადგილზე უკვე მობილიზებულია სამშენებლო ტექნიკა, მათ შორის მიწის 35 მთხრელი და 10 ბულდოზერი. ასევე მშენებლობაზე 100-ზე მეტი მუშა მუშაობს.

როგორც ადგილობრივი მედია აცხადებს ”ამ პროექტის მიზანია არსებული სამედიცინო რესურსების დეფიციტის მოგვარება”.

გამოცემა აღნიშნავს, რომ „შენობა ძირითადად ასაწყობი მასალებით აშენდება და შესაბამისად მომავალ კვირას ნაწილობრივ მზად იქნება, ამასთანვე ის ძვირი არ დაჯდება“.

შეგახსენებთ, ჩინეთში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 25-ს გადააჭარბა. ინფიცირებულია 830 ადამიანი. ჩინეთის ხელისუფლებამ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უკვე 10 ქალაქის იზოლაცია განახორციელა. ყველა მათგანი ჰუბეის პროვინციაში მდებარეობს. აღნიშნულ ქალაქებში 30 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.