მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთში ავტომობილების გაყიდვებმა თებერვლის თვეში 92%-ით იკლო

5e4fa53a7a1cf
ნათია თაქთაქიშვილი
21.02.20 17:00
1452
თებერვლის თვის პირველი ნახევრის მონაცემებით, კორონავირუსის გამო მანქანების გაყიდვები 92%-თ შემცირდა, მაშინ როცა ავტომობილების სადილერო კომპანიები ვირუსის აფეთქებამდე დღეში დაახლოებით 811 მანქანის გაყიდვას ახერხებდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, სადილერო კომპანიების მცირე ნაწილმა თებერვლის თვის მეორე ნახევრიდან განაახლა მუშაობა, მაგრამ ისინი მყიდველების სიმცირეზე ჩივიან და სიტუაციის გამოსწორებას მომავალი თვიდან ვარაუდობენ.

ჩინეთი მანქანების გაყიდვის კუთხით მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ბაზრად ითვლება. ჩინეთმა გასულ წელს 21 მილიონი ავტომობილის რეალიზაცია მოახერხა. ჩინეთის შემდეგ მანქანების რეალიზიაციის თვალსაზირისთ, ყველაზე დიდ ბაზრად ამერიკის შეერთებული შტატები ითვლება.