მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთში ახალი ვირუსის გავრცელების გამო ახალი წლის ღონისძიებები გააუქმეს

5e29e0b49b2d6
BM.GE
23.01.20 22:09
846
ჩინეთში ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, ახალი წლის ღონისძიებები გააუქმეს. მასშტაბური კონცერტები დედაქალაქ პეკინში გაუქმდა. ასევე ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ოთხი ქალაქის - უხანის, ხუანგანის, ეჩჟოუს და სიანტაოს მიმართულებით შეწყდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. დაიხურა თეატრები, კინოები და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები.

ახალ ვირუსს ამ დრომდე 17 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. სპეციალისტების თქმით, ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე ჰაერწვეთოვანი გზით გადადის, ამიტომაც მოსახლეობას პირბადეების გამოყენებას ურჩევენ.

შეგახსენებთ, ჩინეთში ვირუსით დაინფიცირების 500-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი დაუდასტურდა რამდენიმე ადამიანს აშშ-ში, სამხრეთ კორეასა და ტაილანდშიც.