მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთში ახალი ვირუსის შემთხვევები ბოლო რამდენიმე დღეში გასამმაგდა

5e25fc4b3110c
BM.GE
20.01.20 23:13
1115
ჩინეთში ახალი ვირუსის შემთხვევები ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გასამმაგდა. ამის შესახებ BBC-ი იტყობინება. ვირუსი ერთ-ერთ კორონავირუსს წარმოადგენს, რომელიც იწვევს პნევმონიას. იგი ადამიანიდან ადამიანზე გადადის.

გავრცელებული ცნობით, ახლა უკვე 200-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება ჩინეთში, მათი უმრავლესობა ქალაქ უხანშია, თუმცა, დაავადების შემთხვევები გამოავლინეს პეკინსა და შანხაიშიც. ვირუსით ამ დრომდე სამი ადამიანი დაიღუპა.

აღსანიშნავია, რომ ვირუსი დაფიქსირდა იაპონიაში, ტაილანდსა და სამხრეთ კორეაშიც.