მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთში COVID შემთხვევების ზრდის გამო, Apple წარმოების გაფართოებას სხვა ქვეყნებში გეგმავს

628a3afd3ea80
თათია კაკიაშვილი
22.05.22 19:40
913

Apple წარმოების გაფართოებას ჩინეთის გარეთ გეგმავს, ამის შესახებ ინფორმაციას Business Insider ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ტექნოლოგიური გიგანტის გადაწყვეტილების მიზეზი ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდა და მკაცრი რეგულაციებია. 

ანალიტიკოსების შეფასებით, ხელშეკრულების მიხედვით, Apple-ის პროდუქციის დაახლოებით 90% ჩინეთში მზადდება, რის გამოც Apple-ის გეგმები „ჩინეთის კომუნისტური პარტიის ახირებების მიმართ საფრთხის ქვეშაა“.

საგულისხმოა, რომ COVID-19-ის პანდემიის განმავლობაში, Apple-ის მომწოდებლები, მაგალითად, Foxconn, იძულებული იყვნენ ინფიცირების მზარდი შემთხვევების გამო დახურულიყვნენ. ამასთან, მაისის დასაწყისში Quanta Computer, რომელიც Apple-ის MacBook პროდუქტების სამ მეოთხედს აწარმოებს, დაიხურა, მიუხედავად იმისა, რომ საწარმოო საქმიანობას ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის ე.წ. "დახურულ კამპუსში“ ეწეოდა.

Business Insider წერს, რომ Apple-ს წარმოების გაფართოება ინდოეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში სურს, თუმცა კომპანიაში ამ თემასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ.

ჯერ კიდევ აპრილში, Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ტიმ კუკმა განაცხადა, რომ გასულ კვარტალში კომპანიას მიწოდების შეზღუდვის პრობლემა ჰქონდა, რამაც გავლენა მოახდინა Apple-ის მომხმარებელთა მოთხოვნაზე.