30.აპრილი .2020 09:00

ჩინეთში ექსპორტი გაიზარდა - ექსპორტირებული პროდუქციის TOP-10

ჩინეთში ექსპორტი გაიზარდა -  ექსპორტირებული პროდუქციის TOP-10
views 3767
უკან

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ექსპორტი 5.9% შემცირდა და 778. 1 მლნ დოლარი შეადგინა.

2020 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი 185.9%-ით გაიზარდა და 99.9 მლნ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი ექსპორტის 12.8%-ია.

BM.GE დაინტერესდა, რომელი საქონლის ექსპორტი განხორციელდა ჩინეთში COVID-19-ის პანდემიის პერიოდში.

საქსტატის მონაცემების მიხედვით, პირველ სამ თვეში ჩინეთში შემდეგი საქონლის ექსპორტი განხორციელდა:

1. მადნები და კონცენტრატები სპილენძის -79.5 მლნ დოლარი;
2. მადნები და კონცენტრატები ძვირფასი ლითონებისა - 11.2 მლნ დოლარი;
3. ყურძნის ნატურალური ღვინოები - 2.0 მლნ დოლარი;
4. კოჭა, ზაფრანა, ურცი, დაფნის ფოთოლი, კარი და სხვა სანელებლები - 1.7 მლნ დოლარი;
5. ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - 1.3 მლნ დოლარი;
6. ალუმინი დაუმუშავებელი - 1.1 მლნ დოლარი;
7. მზა ნაწარმი სხვა, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით - 918.0 ათასი დოლარი;
8. რეაგენტები დიაგნოსტიკური ან ლაბორატორიული - 561.0 ათასი დოლარი;
9. სამარჯვები ორთოპედიული; სხეულის ხელოვნური ნაწილები - 264.5 ათასი დოლარი;
10. სხვა ტანსაცმელი - 184.8 ათასი დოლარი.

სხვა დანარჩენი საქონლის ექსპორტმა 917 ათასი დოლარი შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, ექსპორტის მაჩვენებლების კლების მიუხედავად, რიგ ქვეყნებში ექსპორტის დინამიკა დადებითია. ეს ქვეყნებია აზერბაიჯანი, ჩინეთი, ბულგარეთი, შვეიცარია და ესპანეთი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა