მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთში ღვინის ექსპორტი 6%-ით შემცირდა - "ეს კიდევ ერთი გაკვეთილია მეღვინეებისთვის"

5e666f1cad194
ელენე გოგბერაშვილი
09.03.20 21:20
1374
მსოფლიოში განვითარებული მოვლენები პროდუქციის ექსპორტზე გავლენას ახდენს და ამ მხრივ გამონაკლისი არც ქართული ღვინოა. მიმდინარე წელი ქართული ღვინისთვის რიგით მეოთხე უმსხვილეს ბაზარზე 6%-იანი კლებით დაიწყო, რაც დროში ემთხვევა ჩინეთში კორონავირუსის ეპიდაფეთქებას.

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულშია რუსეთი - 7.585.000 ბოთლი (-13%), უკრაინა - 1.314.750 ბოთლი (+35%) პოლონეთი - 1.1103.84 ბოთლი (+77%), ჩინეთი - 562.664 ბოთლი(-6%) და ყაზახეთი - 274.068 ბოთლი (-21%).

„თბილღვინოს“ გენერალური დირექტორი ვარაუდობს, რომ ჩინეთში ღვინის ექსპორტის კლება შესაძლოა მომავალშიც გაგრძელდეს. ქართულ კომპანიებს კი ჩინეთის ბაზრისთვის განკუთვნილი ღვინის სხვა ბაზრებზე გადანაწილება მოუწევთ.

„6%-იანი კლება ვფიქრობ, არის მინიმალური ეფექტი. თუ ეს შენარჩუნდება ამ პროცენტულ მაჩვენებელში არის კარგი, მაგრამ ვშიშობ, თუ ეს პრობლემა გახანგრძლივდა, კლება იქნება გაცილებით მეტი.

ეს კიდევ ერთი გაკვეთილია ჩვენთვის, რომ ქართველმა მეღვინეებმა აქცენტი უნდა გავაკეთოთ ბევრად უფრო სტრატეგიულად სტაბილურ ბაზრებზე ანუ იმ ბაზრებზე, სადაც რისკები ეკონომიკური თუ პოლიტიკური ნაკლებია. ეს არის დასავლეთ ევროპის ბაზრები, აშშ-ი და ამგვარი ტიპის ქვეყნები“, - განუცხადა bm.ge-ს გიორგი მარგველაშვილმა.

მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში მსოფლიოს 39 ქვეყანაში 12,1 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც გასული წლის ამავე პერიოდის იდენტური მაჩვენებელია. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 31 მლნ აშშ დოლარია, რაც 2019 წლის იანვარ-თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელს 7%-ით აღემატება.

2 თვის მონაცემებით ექსპორტის ზრდა ფიქსირდება ევროპის ქვეყნების მიმართულებით: ლატვია - 230.730 ბოთლი (+30%), გერმანია - 150.862 ბოთლი (+53%), ლიტვა - 115.992 ბოთლი (+11%), ესტონეთი - 97.326 ბოთლი (+29%), შოტლანდია - 53.124 ბოთლი (100%), დიდი ბრიტანეთი - 35.046 ბოთლი (+349%), ნიდერლანდები - 21.006 ბოთლი (2593%) და ა.შ. ასევე აღსანიშნავია იაპონია - 16.512 ბოთლი (+86%), კანადა - 40.740 ბოთლი (+5%), ბელარუსი - 146.598 ბოთლი (+82%), მოლდოვა - 32.988 ბოთლი (+16%), სამხრეთ კორეა - 26.700 ბოთლი (+100%) და სხვა.