მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთში კორონავირუსით ერთ დღეში 97 ადამიანი გარდაიცვალა

5e40fc0a73b76
ნათია თაქთაქიშვილი
10.02.20 11:00
941
ჩინეთში ერთ დღეში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 97-ს მიაღწია, რაც ყველაზე დიდი მაჩვენებელია. ამის შესახებ BBC წერს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 908-ს მიაღწია, მაგრამ ახლად ინფიცირებულთა რაოდენობა სტაბილურია. 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 40 171-მდე გაიზარდა. 187,518 ადამიანი კი, სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. დღემდე ვირუსით ინფიცირებული 3,281 ადამიანია გამოჯანმრთელებული.

აღსანიშნავია, რომ დღეს მილიონობით ადამიანი დაუბრუნდა საკუთარ სამუშაო ადგილს გახანგრძლივებული საახალწლო დასვენების შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთის მთავრობამ საახალწლო დასვენება 8 თებერვლამდე გაახანგრძლივა, რათა დაეცვა მოსახლეობა ვირუსის გავრცელებისგან, ხოლო 30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.