10.ოქტომბერი.2018 21:00
მსოფლიო

ჩინეთში მდიდარ ადამიანთა რაოდენობა რეკორდულად მცირდება

ჩინეთში მდიდარ ადამიანთა რაოდენობა რეკორდულად მცირდება
ჩინეთში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მილიარდერთა რაოდენობა 11%-ით არის შემცირებული. ეს მაჩვენებელი ბოლო 20 წლის განმავლობაში რეკორდულია. კვლევების თანახმად, ყველაზე მდიდარ ჩინელთა რეიტინგში, 2017 წელს, ჯამში 2130 ადამიანი მოხვდა, რომელთა ქონებაც 290 მილიონ დოლარზე მეტი იყო. წელს კი, ასეთი 1893 დაითვალეს. ასევე დასტურდება ისიც, რომ მილიარდერთა ასაკიც ახალგაზრდავდება და სიაში მოხვედრილ ადამიანთა საშუალო წლოვანება 55-ია.

ყველაზე მდიდარ ჩინელთა რეიტინგში, უკვე მეოთზე წელია Alibaba Group-ის დამფუძნებელი ჯეკ მა ლიდერობს, რომლის შემოსავლებიც ერთი წლის განმავლობაში 10 მილიარდი დოლარით გაიზარდა და 39 მილიარდი შეადგინა. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ჩინეთის უმდიდრესმა ადამიანმა საკუთარი ქონების უდიდესი ნაწილი 50 წლის შემდეგ დააგროვა.

უძრავი ქონების მაგნატი და კორპორაცია Evergrande Group-ის მმართველი - სიუი ცზიაინი რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს, მისი ქონება კი, 36 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. რიგით მესამე მილიარდერი - ტექნოლოგიური გიგანტის Tencent-ის მფლობელი პონი მა ხუატენია.

რაც შეეხება მეოთხე ადგილს, ის Country Garden Holding-ის მთავარმა აქციონერმა, 37 წლის იან ხუეიანმა დაიკავა, რომლის ქონება 22 მილიარდ ამერიკულ დოლარს უტოლდება და ის ერთადერთი ქალია, რომელიც მდიდარ ჩინელთა რეიტინგის ტოპ-10-ში მოხვდა.
ავტორი: მარიამ ადამია

20.ივნისი.2019 23:50
78

გაერო: მსოფლიოში მოსახლეობა დრამატულად იზრდება

ვრცლად
20.ივნისი.2019 23:00
113

ნორვეგიელები დროის გაუქმებას ითხოვენ

ვრცლად
20.ივნისი.2019 22:30
323

ოქროს ფასი რეკორდულად გაიზარდა

ვრცლად
20.ივნისი.2019 22:00
120

Lufthansa საპროტესტო აქციებს აანონსებს

ვრცლად
20.ივნისი.2019 21:00
193

საფრანგეთის ფინანსთა მინისტრის შემდეგ, ამერიკელი დეპუტატები Facebook-ს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით აკრიტიკებენ

ვრცლად
20.ივნისი.2019 15:30
431

თაიმსის ინფორმაციით, FBI ფულის გათეთრების მუხლით დოიჩე ბანკის წინააღმდეგ საქმეს იძიებს

ვრცლად