მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთში მილანისა და ნიუ-იორკისთვის სასუნთქ აპარატებს 24/7 რეჟიმში აწარმოებენ

5e7912d528c68
თამთა ჯიჯავაძე
24.03.20 00:15
1800
ჩინეთში ქარხნები 24 საათი მუშაობენ მილანისა და ნიუ-იორკისთვის სასუნთქი აპარატების წარმოებისთვის. პეკინიდან 40 წუთის სავალზე მდებარეობს კომპანია Aeonmed Co, რომელიც 20 იანვრის შემდეგ შეუსვენებლად მუშაობს. ჩინეთის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ, კომპანიის ქარხნებმა სხვა ქვეყნებისთვის დაიწყეს წარმოება.

„არ არსებობს მსოფლიოში ქვეყანა, რომელსაც არ სურს სასუნთქი აპარატების ყიდვა ჩინეთისგან. ჩვენ ათობით ათასი შეკვეთა გვაქვს მიღებული, საკითხი ისაა, რამდენად სწრაფად შევძლებთ მათ დამზადებას“, - განაცხადა კომპანიის დირექტორმა.

შეგახსენებთ, კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების დიდი რაოდენობის გამო, ნიუ-იორკსა და იტალიაში სამედიცინო აღჭურვილობის სერიოზული დეფიციტი შეიქმნა.