ომის მიმდინარეობის ფონზე, აპრილში რუსეთის ფედერაციიდან ჩინეთში იმპორტირებული საქონლის მოცულობა რეკორდულ, $8.9-მილიარდიან ნიშნულამდე გაიზარდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 57%-ით მეტია, წინა თვესთან შედარებით კი მაჩვენებელი 13.3%-ითაა გაზრდილი.
ჩინეთის მიერ იმპორტირებული საქონლის საერთო მოცულობის მნიშვნელოვანი წილი რუსულ ენერგოპროდუქტებზე მოდის. აპრილში ჩინეთმა იმპორტის სახით 43 მილიონი ტონა ნედლი ნავთობი მიიღო, რაც 6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
აღსანიშნავია, რომ გასულ თვეს იმპორტის მოცულობა სხვა ქვეყნებთან მიმართებით პრაქტიკულად არ გაზრდილა, ხოლო რუსეთის ფედერაცია იყო ერთადერთი ქვეყანა, რომელზეც დამოკიდებულებაც ჩინეთმა ამ პერიოდში მკვეთრად გაზარდა.
რაც შეეხება ექსპორტს, ჩინეთიდან რუსეთში ექსპორტირებული საქონლის საერთო მოცულობა დაახლოებით 7.7%-ითაა შემცირებული და 3.8 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ჩინეთიდან რუსეთში ექსპორტირებული საქონლის უდიდესი წილი სამომხმარებლო ტექნიკაზე, სმარტფონებზე, კომპიუტერულ ჩიპებსა და ნახევარგამტარებზე მოდის.
საგულისხმოა, რომ ჩინეთის მთავრობას უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესია ოფიციალურად ჯერაც არ დაუგმია, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები კი არ დაუწესებია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ