მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთში საწარმოების უმეტესობა კვლავ გაჩერებულია

5e41194f83768
ნათია თაქთაქიშვილი
10.02.20 20:31
868
კორონავირუსის გამო გახანგრძლივებული საახალწლო არდადეგები დასასრულს მიუახლოვდა და მილიონობით ადამიანი სამუშაოს დაუბრუნდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, მსოფლიოში ცნობილი ბევრო საწარმო ისევ გაჩერებული. ამის შესახებ BBC-ი წერს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, დახურულია ისეთი დიდი საწარმოები, როგორიც არის Foxconn-ი, Nissan-ი, VW-ი, BMW, Toyota და Honda.

Foxconn-ი, რომელიც Apple-ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მომმარაგებელია აცხადებს, რომ წარმოებას სავარაუდოდ მომავალი კვირიდან განაახლებს და უსაფრთხოების ზომებს მაქსიმალურად დაიცავს. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, მათი თანამშრომლები საწარმოში დაიშვებიან მხოლოდ სამედიცინო ნიღბით და მათ ტემპერატურის რეგულარულად კონტროლი მოუწევთ.

როგორც გამოცემა წერს, ცნობილი ავტოკონცერნები Nissan-ი, VW-ი, BMW, Toyota და Honda წარმოებას ასევე მომავალი კვირიდან განაახლებენ.

შეგახსენებთ, მსოფლიოში ცნობილი ავტოკონცერნი Fiat Chrysler-ი პირველი საწარმო აღმოჩნდა, რომელმაც კორონავირუსით გამოწვეულ შედეგებზე ხმამაღლა ისაუბრა. ევროპული ავტომწარმოებელი აცხადებს, რომ მას შესაძლოა, ერთ-ერთი ევროპული ქარხნის გაჩერება მოუხდეს კორონავირუსის რისკების გახანგრძლივების შემთხვევაში.