მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩინის“ წარმოებული რაჭული ღვინო ექსპორტზე კენიაში გავიდა

63ce719767a2b
თინათინ ნატმელაძე
24.01.23 09:00
664
კომპანია „ჩინი“ ამბროლაურის რაიონის სოფელ ბუგეულში წლებია რაჭულ ღვინოს აწარმოებს და როგორც მისი დირექტორი დავით მაცაბერიძე გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში აცხადებს, ამ ეტაპზე საექსპორტო ბაზრების გაფართოებაზე მუშაობენ და მცირე რაოდენობის პროდუქტი კენიაშიც გაიტანეს.

„შარშან შევძელით და კენიასთან ურთიერთობა დავიწყეთ, რაც საკმაოდ უჩვეულოა, რადგან, როგორც მოგეხსენებათ ქართული ღვინით ძირითადად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები არიან დაინტერესებული.

პირადი კონტაქტებით მოვახერხეთ კენიასთან დაკავშირება, პარტნიორებს დიდი გეგმები აქვთ, დოკუმენტაცია უკვე შედგენილია და მცირე რაოდენობაც გავგზავნეთ, რასაც საკმაოდ კარგი უკუკავშირი ჰქონდა. იმედი გვაქვს, რომ 2023 წელს ამ თანამშრომლობას უფრო გავაღრმავებთ", - განაცხადა დავით მაცაბერიძემ.

კომპანია ასევე თანამშრომლობს ამერიკასთან და მოლაპარაკებებს პოლონეთთანაც აწარმოებს. ამასთან, მაცაბერიძე ჰყვება, რომ მათი ძირითადი საექსპორტო ბაზარი უკრაინა იყო, რომლის დაკარგვის შემდეგაც თავიანთი პროდუქციის სხვადასხვა ქვეყნებში გადანაწილებას ცდილობენ.

ინფორმაციისთვის, „ჩინის“ მარაგში ამ ეტაპზე 300 ტონაზე მეტი ღვინოა, რომელიც როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზეც ეტაპობრივად რეალიზდება.