მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინურ სწრაფ ტესტებზე უარი თურქეთმაც თქვა -Middle East Eye

5e7ef8ed53a38
BM.GE
28.03.20 11:35
1016
ჩინურ სწრაფ ტესტებზე უარი თურქეთმაც თქვა. ამის მიზეზი მისი არაზუსტი შედეგები გახდა. როგორც თურქეთის ოფიციალური უწყების წარმომადგენელმა Middle East Eye-ს განუცხადა, კორონავირუსის სწრაფი ტესტების სიზუსტე მხოლოდ 30-35%- იყო. თუმცა, გამოცემა არ აკონკრეტებს აღნიშნული ტესტების მწარმოებელ კომპანიას.  

„ჩვენ რამდენიმე ნიმუში მივიღეთ კომპანიიდან. ჩვენ ვნახეთ, რომ ისინი არ იყო ეფექტური და შევუკვეთეთ სხვა ტესტების მოდელები სხვა ჩინურ კომპანიას“, - განაცხადა თურქეთის მთავრობის წარმომადგენელმა.

ამასთან, თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა დაადასტურა, რომ თურქეთმა ჩინეთიდან შეტანილი სწრაფი ტესტები მიიღო, თუმცა, მთავრობა „მათით არ იყო მოხიბლული“, რის გამოც ის ფართოდ საზოგადოებაში არ გამოუყენებიათ.

შეგახსენებთ, ჩინური სწრაფი ტესტების არაეფექტურობის შესახებ თავდაპირველად ესპანეთმა განაცხადა. ესპანურმა მხარემ აღნიშნა, რომ მათ 9000 ჩინური ტესტი ამოიღეს ხმარებიდან, ვინაიდან მათი სარწმუნოობა მხოლოდ 30% იყო. ამას გარდა, როგორც ჩეხური მედია იტყობინება, ჩინეთიდან შეტანილი 150 000 პორტატული სწრაფი ტესტების 80% დეფექტური იყო.