მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინური ავტოკონცერნი Geely პრემიუმ კლასის ელექტრომობილების წარმოებას განიხილავს

6054a63284e95
ნათია თაქთაქიშვილი
19.03.21 20:43
525
ჩინური ავტოკონცერნი Geely პრემიუმ კლასის ელექტრომობილების წარმოებას განიხილავს. როგორც VOLVO-ს მფლობელი კომპანია აცხადებს, მათი მიზანი იქნება გაუსწრონ კომპანია Tesla-ს, რომელიც ამ ეტაპზე ელექტრომობილების წარმოების კუთხით უკონკურენტოა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ Geely-ის კონკურენციის გაწევა მოუწევს არა მხოლოდ Tesla-სთვის, ასევე ისეთი ცნობილი ავტოკონცერნებისთვის, როგორიც Volkswagen-ი და Toyota-ა, რადგან ორივე კომპანია უახლოეს მომავალში სრულიად ელექტრომობილების წარმოებაზე გადასვლას გეგმავს.

თუმცა Geely-ში აცხადებენ, რომ კომპანია პოტენციური მომხმარებლების მიზიდვას აქტიური მარკეტინგული კამპანიის საფუძველზე გეგმავს.

აღსანიშნავია, რომ Geely-ის ინიციატივა, ჩინეთის ხელისუფლების გეგმის ნაწილია, რომელიც ნახშირორჟანგის გამოყოფის შემცირებას მინიმუმადე გეგმავს, ხოლო ელექტრომობილების წილის გაზრდას 5%-იდან 20%-მდე, სავარაუდო თარიღად კი 2025 წელი განიხილება.