09.სექტემბერი .2019 12:08

ჩინური Geely გერმანულ საფრენ ტაქსებში ინვესტიციას დებს

უკან

ჩინური ავტოკონცერნი Geely, რომლის საკუთრებაშიც Volvo და Lotus-ია, გერმანულ სტარტაპში 50 მილიონ ევროს ჩადებს.

ინფორმაცია საჰაერო ტაქსების მწარმოებელ გერმანულ სტარპაპ Volocopter-ში უკვე დაადასტურეს. მხარეები მომდევნო წლებში, ურბუნული მობილობის დახვეწასა და განვითარებაზე შეთანხმდნენ.


"ფინანსური მხარდაჭერა საშუალებას გვაძლევს დინამიურად გავზარდოთ რეალიზება საჰაერო გადაადგილების’’ -განმარტავენ გერმანულ სტარტაპში.


თანხებს Volocopter ევროპის საფრენი სააგენტოში (EASA) სერთიფიცირების პროცესისთვისაც გამოიყენებს.


მთლიანობაში Volocopter 80 მილიონი ევროს ინვესტიცია შეაგროვა. სტარტაპი საჰაერო ტაქსების წარმოებით არის დაკავებული, რომლებმაც მეტროპოლებში საგზაო საცობები უნდა  განტვირთოს. ცოტა ხნის წინ, Volocopter -მა „VoloCity“-ს მოდელი წარადგინა, ორადგილიან ახალ საფრენ აპარატს საათში 110 კმ-ს განვითარება შეუძლია.

Geely-სთან პარტნიორობის ფარგლებში, გერმანული სტარტაპი საფრენი ტაქსების ჩინეთში შეყვანასაც აპირებს. ამას გარდა Volocopter სამომავლოდ თანამშრომლობას სინგაპურსა და დუბაისთანაც გეგმავს.

 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა