მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინური იუანი რუსეთში ყველაზე მოთხოვნად უცხოურ ვალუტად იქცა

64071147d08f8
გიორგი თოლორდავა
07.03.23 14:44
1172
საერთაშორისო ფინანსური სანქციების მოქმედების ფონზე, რუსეთის ფედერაციის მასშტაბით ყველაზე მოთხოვნად უცხოურ ვალუტად ჩინური იუანი იქცა, რომელმაც ამერიკული დოლარს და ევროს გადაუსწრო.

იუანზე მოთხოვნის ზრდა პეკინი-მოსკოვის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებითაა განპირობებული. გასულ წელს ჩინეთი რუსეთის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად იქცა და მან თითქმის სრულად ჩაანაცვლა ევროკავშირის ექსპორტი.

რუსული ენერგეტიკული კომპანიები ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის ექსპორტის სანაცვლოდ შემოსავლებს ჩინურ იუანში იღებენ, თავად ქვეყნის ხაზინაც კი სავალუტო რეზერვების კონვერტირებას იუანში იწყებს, რათა ქვეყანაში ევროსა და დოლარზე დამოკიდებულება შემცირდეს.

ამ მომენტისათვის ცენტრალური ბანკის რეზერვების 32% ევროზე მოდის; 16% - დოლარზე; ხოლო იუანის წილი რეზერვში 13%-ს შეადგენს, რომლის მოცულობაც თითქმის ყოველთვიურად იზრდება და წლის ბოლომდე იგეგმება, რომ იუანის წილმა პორტფელში დოლარსა და ევროსაც უნდა გადაუსწროს.

გარდა სამთავრობო დონეზე კავშირების გაღრმავებისა, რუსულმა კომპანიებმა ვალის აღება ჩინური ბანკებისგან დაიწყეს, ტრანზაქციები კი, ცხადია, იუანში ხორციელდება.