მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინური კორპორაცია შანხაიში ქართული პროდუქტების იმპორტის მხარდაჭერას გეგმავს

5d8e0ff93abd5
BM.GE
27.09.19 17:32
1027
"საპარტნიორო ფონდს" ჩინეთის უმსხვილესი საერთაშორისო ვაჭრობის კორპორაცია DLG International Trade Group-ის დელეგაცია ეწვია. დელეგაციას კორპორაციის პრეზიდენტი დევიდ ხუა ხელმძღვანელობს.

ჩინურ კორპორაცია DLG International Trade Group-ს წელიწადში 15 მლრდ-ზე მეტი მოცულობის ბრუნვა აქვს და ექსპორტის მომსახურების, საერთაშორისო ვაჭრობისა და ადამიანის რესურსების მართვის მიმართულებით მუშაობს.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ჩინეთის დელეგაცია ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებს ეცნობა და "საპარტნიორო ფონდთან" პარტნიორობით ქართული ნატურალური პროდუქტების შანხაისა და ნანძინში იმპორტის ხელშეწყობას გეგმავს.

ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის კორპორაცია ფონდის ჩართულობით ქართველ მეწარმეებს მიმდინარე წლის ნოემბერში დაგეგმილი ჩინეთის ყოველწლიურ საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე იწვევს.

"დაინტერესებულები ვართ, რაც შეიძლება მეტი ქართული პროდუქტი იყოს წარმოდგენილი შანხაის ბაზარზე. ჩვენ ქართული პროდუქტის გაყიდვების ხელშეწყობასთან დაკავშირებით გრძელვადიანი თანამშრომლობის იმედი გვაქვს, რასაც ჩინეთში დაგეგმილი საერთაშორისო იმპორტის გამოფენა და ასევე, შანხაისა და ნინძინში გრძელვდიანი საგამოფენო სივრცეების ათვისებაც შეუწყობს ხელს", – აღნიშნა ჩინურ კორპორაციის პრეზიდენტმა.

ფონდში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა ჩინეთის უმსხვილესი საერთაშორისო სავაჭრო კორპორაცია DLG International Trade Group-ისა და Donaghao Lansheng Group-ის წარმომადგენლებმა მიიღეს.

"საპარტნიორო ფონდის" მენეჯმენტმა ჩინეთის მხარეს ფონდში მიმდინარე პროექტები გააცნეს. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ჩინეთის პარტნიორობის გაღრმავების, ერთობლივი პროექტების განხორციელებისა და ორ ქვეყანას შორის არსებული "თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების" ხელშეკრულების ფარგლებში, გააქტიურების შესახებ იმსჯელეს.

"საპარტნიორო ფონდი მზად არის, ქართულ კომპანიებს ჩინეთის უდიდესი ბაზრის ათვისებასა და ქართული ნატურალური პროდუქტების პოპულარიზაციაში დაუჭიროს მხარი, რაც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს", – განაცხადა "საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ გიორგი დანელიამ.