22.აპრილი.2016 14:27
ბიზნესი

ჩინური კორპორაცია SINOMACH-ი საქართველოში წარმომადგენლობას ხსნის

ჩინური კორპორაცია SINOMACH-ი საქართველოში წარმომადგენლობას ხსნის
საპარტნიორო ფონდს ჩინური საინჟინრო კორპორაცია SINOMACH-ის წარმომადგენლები ეწვივნენ. SINOMACH-ის მარკეტინგის მთავარ ოფიცერს გაო იესა და რკინიგზის სატრანზიტო დეპარტამენტის ხელმძღვანელს ჰუანგ შიცონგის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა და საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ჩერქეზიშვილი შეხვდნენ.
 
ჩინური საინჟინრო კორპორაცია საქართველოს ენერგეტიკისა და ჯანდაცვის სექტორებში ინვესტირებით ინტერესდება და მზადყოფნას გამოთქვამს საპარტნიორო ფონდთან ერთობლივი პროექტები განახორციელოს. SINOMACH-ის წარმომადგენლებმა ფონდის ხელმძღვანელობას კონკრეტული საინვესტიციო წინადადებები წარუდგინეს.

ჩინური კორპორაცია საქართველოში საკუთარ წარმომადგენლობას ხსნის და საქართველოში წარმოებული პრდუქციის ევროპის ბაზარზე გატანას გეგმავს. საპარტნიორო ფონდი SINOMACH-ის მიერ შემოთავაზებულ წინადადებებს განიხილავს.

SINOMACH-ი China Machinery Engineering Corporation-ში შემავალი საინჟინრო კომპანიაა, რომელიც საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ოფიციალური ვიზიტით პირველად 5 მარტს მიიღო. დელეგაციას ჩინეთის მმართველი პარტიის კომიტეტის საბჭოს სამდივნოს თავმჯდომარე სან ბეი ხელმძღვანელობდა. ჩინური დელეგაცია 3 დღიანი ვიზიტის ფარგლებში მარტში საქართველოს პრემიერ მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა. ჩინურმა კორპორაციამ შეხვედრები გამართა ქვეყნის საქმიანი წრეებისა და მთავრობის წარმომადგენლებთან.

 

25.აპრილი.2019 10:58
182

აღსრულების ეროვნული ბიურო: გამარტივებულ საქმისწარმოებაზე მოთხოვნა იზრდება

ვრცლად
19.აპრილი.2019 20:00
369

"ნატახტარი": ბოლო წლებში ლუდის ბაზარი აღარ იზრდება

ვრცლად
12.აპრილი.2019 19:45
468

პოლიეთილენის მწარმოებელი დანადგარისთვის აღებული სესხი – პარკი აიკრძალა, სესხი დარჩა

ვრცლად
03.აპრილი.2019 09:00
1082

"კუმისის" დამფუძნებელმა მთავრობის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელი მოამზადა

ვრცლად
02.აპრილი.2019 22:05
475

"კუმისის" დამფუძნებელი: ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს ბავშვობაში კვერცხის ჭამას აძალებდნენ

ვრცლად
02.აპრილი.2019 21:20
1264

პარიზში ქართველი ქალი მეღვინეების ღვინოების დეგუსტაცია გაიმართა

ვრცლად