მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინური ტექნოლოგიური გიგანტები რუსეთის ბაზარს ჩუმად ტოვებენ - The wall street journal

627670dbb4d0a
ალა ისპირიანი
07.05.22 17:31
1269
ყოველგვარი საჯარო განცხადების გარეშე ჩინეთის მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიები დასავლეთის მხრიდან სანქციების თავიდან აცილების მიზნით რუსეთში საქმიანობას წყვეტენ. ინფორმაციას The wall street journal-ი ავრცელებს.

აღნიშნულ კომპანიებს შორისაა PC გიგანტი Lenovo Group Ltd და სმარტფონებისა და გაჯეტების მწარმოებელი Xiaomi Corp. დასავლური ფირმებისგან განსხვავებით, კომპანიები საჯარო განცხადებების გაკეთებას თავს არიდებენ.

როგორც ცნობილია რუსეთისთვის სანქციების დაწესების განხილვის პროცესი გრძელდება. მაგალითად, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არ მოიხსნება მანამ, სანამ მოსკოვი უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმებას არ მიაღწევს.