მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინური Xiaomi თურქეთში ქარხანას ხსნის

601d8d42b8190
თამთა ჯიჯავაძე
06.02.21 00:14
2416
ჩინური ტექნოლოგიური კომპანია Xiaomi სმარტფონების წარმოებას თურქეთშიც იწყებს. ამის შესახებ თურქული მედია წერს. კომპანიის განცხადების მიხედვით, წარმოება საქართველოს მეზობელ ქვეყანაში მიმდინარე წლის პირველ კვარტალში უნდა დაიწყოს.

Xiaomi-ის მენეჯერი თურქეთში უშერ ლიუ ამბობს, რომ მათ მიზანს ყოველთვის წარმოადგენს თურქეთში ინვესტიციების გაძლიერება, ვინაიდან ეს ქვეყანა მათთვის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული ბაზარია.

Xiaomi-ს სმარტფონების წარმოება 14 000 კვ. მ-ის ფართობის ქარხანაში დაიწყება. როგორც ელოდებიან, წელიწადში ქარხანა 5 მლნ სმარტფონის წარმოებას შეძლებს. ინვესტიციის მოცულობა კი $30 მილიონია. ამასთან, ქარხანა 2000 ადამიანს დაასაქმებს.

ჩინურ კომპანიაში აცხადებენ, რომ თურქეთი მეოთხე ქვეყანაა, სადაც ისინი წარმოებას იწყებენ. ცნობისთვის, ჩინურმა კომპანიამ სტამბოლში პირველი მაღაზია 2018 წელს გახსნა.