მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინურმა ჯგუფმა გერმანიის ძვირადღირებული სასტუმრო 700 მლნ ევროდ იყიდა

5dc128da75f0d
მიხეილ ხაჩიძე
05.11.19 16:00
1324
ჩინური Huazhu Group- ის შვილობილმა კომპანიამ გერმანული Deutsche Hospitality-ის ძვირადღირებული სასტუმროების ქსელი Steigenberger შეიძინა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ორივე კომპანიაში დაადასტურეს. ახალი მფლობელის თქმით, გარიგების ღირებულება 700 მილიონი ევროა.

როგორც Huazhu-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ჯენი ჟანგმა განაცხადა, ჯგუფი მომავალში კლიენტებს "ევროპულ სტუმართმოყვარეობას, გერმანულ ხარისხსა და აზიურ სიჩქარეს" შესთავაზებს.

აღსანიშნავია, რომ ჩინური ჯგუფ Huazhu-ს აქციები Nasdaq-ზე ივაჭრება. ის არის მსოფლიოში მეცხრე უმსხვილესი სასტუმროების მფლობელი კომპანია. ჩინური ჯგუფი 400-მდე ქალაქში 5000-ზე მეტ სასტუმროს ფლობს.