მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჭიქა ღვინო და ერთი ამბავი - აუცილებლად მოსასმენი ისტორიები საქართველოს წარსულიდან (R)

6149be31a22f2
ვიქტორია მღებრიშვილი
21.09.21 15:20
756
„ჭიქა ღვინო და ერთი ამბავი“ კომპანია „თბილღვინოს“ კიდევ ერთი ახალი პროექტია, რომელიც საქართველოს ისტორიისა და კულტურისთვის მნიშვნელოვან ადამიანებს აერთიანებს.

პროექტის ფარგლებში, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ადამიანები მოგვითხრობენ, თუ როგორ მიილტვოდნენ საწადლის ასრულებისკენ, როგორ შეხვდათ გზად ბევრი მარცხი და დაბრკოლება, თუმცა მაინც გაიმარჯვეს და საქართველო ასახელეს. ისტორიები ეხება როგორც გარდასულ დღეთა დიდ მოღვაწეებს, ისე თანამედროვე ადამიანებს, რომლებიც საკუთარი აღმოჩენების შესახებ მოგვითხრობენ.

ისტორიები ადამიანებისა, რომლებიც აღტაცებისგან თავბრუს ახვევდა ჩვენს თანამოქალაქეებს და საზღვრებს გარეთ, უცხო ხალხების ინტერესსა და აღფრთოვანებას იწვევდა. მსმენელს კი მხოლოდ ერთი რამ დარჩენია - ჭიქა ღვინით შეივსოს, კარგად მოკალათდეს და ერთ საინტერესო ამბავზე დაგვეწვიოს.

სერია „ჭიქა ღვინო და ერთი ამბავი“, ჩვენი ისტორიის, კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაციასა და მასში მეტად გათვითცნობიერებას ემსახურება.

პირველ ვიდეოში „თბილღვინომ“ ქართველი პოეტის, მთარგმნელისა და ესეისტის, საბჭოთა რეპრესიებს შეწირული პაოლო იაშვილის მიერ გადმოცემული პატარა ამბავი მოგვითხრო. ისტორია ეხება ჟურნალ „ცისფერი ყანწისთვის“ სახელის შერჩევას, რომელსაც თავად პაოლო იაშვილი იხსენებდა.



პროექტის ფარგლებში მომზადებული მეორე ისტორია არქეოლოგ მინდია ჯალაბაძეს ეხება. არქეოლოგი საუბრობს ქვევრის იმ ფრაგმენტების აღმოჩენაზე, რომლებიც უმნიშვნელოვანესი დასკვნის გაკეთების საფუძველი გახდა. ის გვიზიარებს იმ ემოციებსა და განცდებს, რომელიც ქართული ღვინის 8 000-წლიანი ისტორიის დადასტურებას ახლდა.


მომდევნო ვიდეო კი დიდ ქართველ ფერმწერს, გრაფიკოსს, ქართული კინოს და თეატრის მხატვარს ლადო გუდიაშვილს მიეძღვნა. „თბილღვინომ“ მისივე მონაყოლი გააცოცხლა. ამბავი მოგვითხრობს ლადო გუდიაშვილისა და ასევე გენიალური მხატვრის, ექსპრესიონისტ ამადეო მოდილიანის შეხვედრას პარიზის ერთ-ერთ კაფეში:


იაკობ გოგებაშვილი კი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსების შესახებ მოგვითხრობს, დაბრკოლებებსა და წინააღმდეგობებზე გვესაუბრება:



„ჭიქა ღვინო და ერთი ამბავი“ გრძელდება. ისტორიების სანახავად კი „თბილღვინოს“ ფეისბუქ გვერდს უნდა მიადევნოთ თვალი.